ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

17 May, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რომლებიც დროულ რეაგირებას მოითხოვს.

მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებს ადგილობრივების საჭიროებების შესწავლა, მოსახლეობის მიმართვებზე სწრაფი რეაგირება და მათთვის მერიაში მოქმედ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

შეხვედრაზე ასევე, ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება ან იგეგმება. ადგილობრივი ხელისუფლება პროექტების მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში განახორციელებს.

მალხაზ ბეგიაშვილმა მერის წარმომადგენლებთან უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი განიხილა, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად ხორციელდება. 

 

გააზიარე