ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კომისიის სხდომა

17 ოქტომბერი, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომას სიღნაღის მუნიციპალიეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა კომისიაზე დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი განიხილეს;
დღის წესრიგი:
1.სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის ლია ბაკაშვილის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი
2.ა.(ა)ი.პ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს დირექტორის ქეთევან ნადირაშვილის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ქეთევან ნადირაშვილი
3. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მომხსენებელი: შალვა ბახტურიძე

 

 

გააზიარე