ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება

5 აგვისტო, 2021

2021 წლის 06 აგვისტოს 13:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2 ) მოწვეულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის მეოთხე მოწვევის საკრებულოს სხდომა.

დღის წესრიგი:

1. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გასაკრავად ადგილების განსაზღვრის შესახებ;

მომხსენებელი: შალვა ბახტურიძე, ილია ბაიდოშვილი.

2. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სიღნაღის მუნიციპალიტეტში საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზების შესახებ;

მომხსენებელი: შალვა ბახტურიძე, ილია ბაიდოშვილი.

3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერისათვის ქ. სიღნაღში კოსტავას ქუჩაზე მდებარე (ს.კ 56.14.41.472) 102 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 4 კვ.მ მიწის პირდაპირი წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) საბა ღლიღვაშვილისთვის გადაცემასა და ქონების საიჯარო ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი.

4 .სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის 2021 წლის ექვსი თვის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.

მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი.

გააზიარე