ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეროვნული სამოსის დღე

18 May, 2022

დღეს, 18 მაისს, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ სიღნაღის ცენტრალურ ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყო.

მსვლელობაში მონაწილეობა ადგილობრივი ანსამბლების წარმომადგენლებმა და თვითმმართველობის თანამშრომლებმა მიიღეს.

ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაფუძნდა. 2016 წლიდან, ყოველი წლის 18 მაისს, საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის სიღნაღშიც იმართება კულტურული ღონისძიება - ,,საქართველოს ეროვნული სამოსის დღე“.

 

გააზიარე