ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიძინა კვერნაძის სახელობის სიღნაღის პირველი საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი

2 ნოემბერი, 2021

სიღნაღში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის სახელობის სიღნაღის პირველი საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი დაარსდა.

საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შორის პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ასევე, ცნობილი მუსიკოსები და შემსრულებლები იმყოფებოდნენ.

ფესტივალის დაარსების მთავარი მიზანი ახალგაზრდა კომპოზიტორთა აღმოჩენა, ხელშეწყობა და სამომავლოდ, მათი შემოქმედების წარმოჩენაა.

სიღნაღის ფესტივალი ყოველწლიურად, ერთი კვირის მანძილზე წამყვან მუსიკოს-შემსრულებლებს და კომპოზიტორებს უმასპინძლებს.

„მაქვს ბედნიერება გახსნილად გამოვაცხადო ბიძინა კვერნაძის სახელობის სიღნაღის პირველი საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ხელი შემიწყო. ვიმედოვნებ, რომ ეს წამოწყება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, აღნიშნა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკა ნიკვაშვილმა.

აღნიშნული ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, რუსთაველის ეროვნული თეატრი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, საინფორმაციო მხარდამჭერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

გააზიარე