ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიუროს სხდომა

21 ნოემბერი, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს, რომელიც 24 ნოემბერს 14:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2) გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი, მანანა ნასყიდაშვილი.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საჯარო განხილვის დანიშვნის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი.
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ.
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ირაკლი ზურაშვილი.

 

 

გააზიარე