ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიუროს სხდომა

21 სექტემბერი, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს, რომელიც 2022 წლის 28 სექტემბერს 12:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2 ) გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის N გ-55.55220884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ“;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
3. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მალხაზ ქადაგიშვილის 2022 წლის 6 თვის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ“;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
4. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
5. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, მზია სუხიშვილი
6. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი

 

 

გააზიარე