ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბავშვებისათვის

მუხლი 5. ოჯახებისა და  ბავშვების  სოციალური დაცვა

1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ფულადი დახმარება ეძლევათ „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №0131/ნ ბრძანების შესაბამისად.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

  ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 27.01.2022 წ.

 

მუხლი 6. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) დახმარება

1. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება მოხდება წელიწადში ორჯერ. თითოეული მოთხოვნა დაფინანსდეს არაუმეტეს 600 ლარისა.

  2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  ა) განცხადება მერის სახელზე;

  ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);

დ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

  ე) კალკულაცია;

  ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.

 

გააზიარე