ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი ფესტივალი ქალაქ სიღნაღში!

26 სექტემბერი, 2022
მალე, ახალი ფესტივალი ქალაქ სიღნაღში!
სსიპ შემოქმედებითი საქართველოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ოქტომბერში ახალი ფესტივალი „ფიროსმანია სიღნაღში“ გაიმართება!
ფესტივალის პროგრამა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებულ მრავალფეროვან შემეცნებით, შემოქმედებით, სანახაობით ღონისძიებებს მოიცავს.
„ფიროსმანია სიღნაღში“ მუდმივმოქმედი ფესტივალის სახით დაფუძნდება და განვითარდება, როგორც საერთაშორისო მასშტაბის არტ-პლატფორმა.
საფესტივალო პროგრამა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გვერდზე უახლოეს მომავალში განთავსდება.

 

 

გააზიარე