Hot line : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუსიკო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება

15 March, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანების პედაგოგებმა გაზაფხულის დადგომა ღონისძიებით აღნიშნეს. საღამო ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლალი ფოლადაშვილმა გახსნა, რასაც პედაგოგთა დაჯილდოება მოჰყვა.
მერის, მალხაზ ბეგიაშვილის ინიციატივით დაარსდა ნომინაცია, - წლის საუკეთესო მასწავლებელი, რომელიც ყოველ წელს საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს.
წლევანდელ ღონისძიებაზე წლის საუკეთესო მასწავლებლად 6 პედაგოგი დასახელდა. ისინი მადლობის სიგელით და სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ.
მადლობის სიგელები პედაგოგებს მოწვეულმა სტუმრებმა, - პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა, მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა, მერის მოადგილემ, გოჩა ვარდიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვანო მირიანაშვილმა და საკრებულოს წევრმა ცოტნე ბეჟაშვილმა გადასცეს.
ღონისძიების მსვლელობისას პედაგოგებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას.

 

Share page