Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

14 March, 2023
12 მარტს, ქალაქ თელავში საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მიიღეს.
ბოდბისხევის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულებს ორგანიზატორებმა დიპლომები გადასცეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია, ბოდბისხევის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს და მწრთვნელს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

 

Share page