Hot line : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„საქართველოს ბანკმა“ სოფელ ერისიმედში იდეათეკა გახსნა

24 January, 2023
,,საქართველოს ბანკმა" ,,ქართული წიგნის ინსტიტუტთან " ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში იდეათეკა გახსნა.
გახსნას ,,საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ესწრებოდნენ.
იდეათეკები ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილებში იხსნება, მათ შორის საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში
ერისიმედი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელია, საბათლოსა და ლამბალოში კი სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.
აღნიშნულ სოფლებში ახალი სასწავლო სემესტრი ბავშვებისთვის ახალი მიზნებით, ინტერესებით და შესაძლებლობებით იწყება.

 

 

Share page