Hot line : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის დახმარება

 

მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ დახმარება

 

 1. ფულადი დახმარება გაეწევათ მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ჩართულ

ბენეფიციარებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და მათთვის მინდობით აღზრდის პროგრამა დასრულდა.

ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 22 წლის ასაკის მიღწევამდე.

3. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დამადასტურებელი დოკუმენტი სოციალური მომსახურები სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან, რომ ბენეფიციარი სარგებლობდა მინდობით აღზრდის პროგრამით;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

 

Share page