„საბავშვო ბაღების მხარდამჭერი ასოციაციის“ ექსპერტები, დავით ძოწენიძე და ქეთევან შარვაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის წარომადგენლებს და ააიპ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე პროექტის - „საბავშვო ბაღების მართვისა და განვითარების რეფორმის ხელშეწყობის“ ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებზე, კერძოდ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის თანამედროვე და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისი მოდელების დანერგვაზე ისაუბრეს.
პროექტი - „საბავშვო ბაღების მართვისა და განვითარების რეფორმის ხელშეწყობა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.