Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღელი ახალგაზრდებისთვის საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი ჩატარდა

17 September, 2022
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთობლივი ორგანიზებით, სიღნაღელი ახალგაზრდებისთვის საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი ჩატარდა.
კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მთლიანობაში 7 ლექცია და 8 საველე გასვლა განხორციელდა, რომლის შედეგად მონაწილეებმა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს.
დასკვნითი ღონისძიება სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთ ბურჯზე ჩატარდა, რომელსაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ლეგიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე პაატა გიგაური ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი კახეთის რეგიონში პირველად სიღნაღის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ლეგიონის წარმომადგენელთა თქმით სწავლება წარმატებით დასრულდა და სამომავლოდ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობას ელიან.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს სიღნაღის მერიასა და ლეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების სამხედრო-მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას, კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებას და მათ აღზრდა-განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

 

Share page