ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

23 April, 2019

         12 აპრილს სიღნაღის მუნიციპალიტეტსა და ლვოვის ოლქის ქალაქ მორშინს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი სიღნაღის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მორშინის მერმა ილინსკი რუსლან იაკოვლევიჩმა მოაწერეს.
          მემორანდუმის თანახმად, სიღნაღის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ მორშინს შორის პარტნიორობის ფორმირებისა და განვითარების მიზნით, მხარეები გამოთქვამენ თანამშრომლობის და მეგობრული ურთიერთობის ხელშეწყობის მზაობას.
         ურთიერთთანამშრომლობა ძირითადად ეკონომიკის, თვითმმართველობის, განათლების, კულტურის, სოციალური, გარემოს დაცვისა და ტურიზმის სფეროებს მოიცავს.
 

გააზიარე