ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღში 700 ოჯახს წყალმომარაგება გაუუმჯობესდა

27 აგვისტო, 2021

სიღნაღში 700 ოჯახს წყალმომარაგება გაუუმჯობესდა.

სულ ახლახანს, ქალაქში 2 ახალი ჭაბურღილის მშენებლობა დასრულდა, რის შედეგადაც წყლის ოდენობამ საგრძნობლად მოიმატა და მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიეწოდება. მათ შორისაა ის ქუჩებიც, სადაც გრაფიკი მოქმედებდა. ესენია: „თამარ მეფის“, „გორგასლის“, „წმინდა გიორგის“, „გზირიშვილის“ და „ქეთევან წამებულის“ ქუჩები.

ასევე, მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა „თხილა-კრამიტას“ სათავე ნაგებობაზე, რის შემდეგაც „ორმილას“ დასახლებასაც უწყვეტ რეჟიმში ხარისხიანი წყალი მიეწოდება.

#სიღნაღისმერია  

 

გააზიარე