ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის მუნიციპალიტეტში რთველი დაიწყო

3 სექტემბერი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ქალაქ წნორში არსებული ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა მოინახულა და მოსავლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ამ დროისთვის დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი რამდენიმე კერძო და ერთი სახელმწიფო კომპანია. აღსანიშნავია, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

2021 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 22 000 ტონამდეა. 

 

გააზიარე