ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის ციხე-გალავანი

5 May, 2021

სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია, არამარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში.

სიღნაღის ციხე-გალავნის კედლებს 40 ჰა ფართობი უჭირავს, სიგღძე 4 კილომეტრამდეა.

მას ჰქონია 23 კოშკი და 6 თაღოვანი კარიბჭე. ყველა თავის სახელს ატარებდა სოფლების მიხედვით: მაღაროს ჭიშკარი და მისი ორი კოშკი, სამეფო ანუ ჯუგაანის კოშკი, კახეთის კოშკი პირველი და კახეთის კოშკი მეორე, შილდის კოშკი, და შილდის ჭიშკარი. ,,ნარინგკალეს“ კოშკი, ზიარ-ფხოველი კოშკი, კოშკი ვაქირის ჭიშკართან, ვაქირის ჭიშკარი, კარდენახის კოშკი, ბაკურციხის კოშკი, მაშნაარის ჭიშკარი, მისი მცველი ორი კოშკი, ანაგის კოშკი, საქობოს კოშკი, მაჩხაანის კოშკი, ბოდბის კოშკი.

მტრის შემოსევის დროს ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მთლი მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს. კოშკების და გალავნების დაცვა მათ ევლაებოდათ. ციხის კედლები ორიარუსიანია, ქვედა იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრია, ზედა იარუსისა 70-80 სმ. ამ კედლების სისქეთა განსხვავება შიგნიდან ქნმის საბრძოლო ბილიკს, რომლის სიგანე საკმარისი იყო მებრძოლთა სამოძრაოდ. ბილიკზე ასასვლელად კოშკების გვერდებსა და ციხის რამდენიმე სხვა ადგილზე მოწყობილი იყო ქვის კიბეები. კოშკების უმრავლესობას ჰქონია ორსართულიანი საბრძოლო ბანი. ციხე გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია.

#სიღნაღისმერია

#ისტორიულიქალაქისიღნაღი

 

 

 

 

გააზიარე