ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგზაო ინფრასტრუქტურა

4 May, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2021 წელს საგზაო ინფრასტრუქტურა ქ. წნორის ოთხ ქუჩაზე, სოფელ ძველ ანაგაში და სიღნაღი-წნორის მონაკვეთიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელ გზაზე მოეწყობა.

სამუშაოები ყველა ლოკაციაზე უახლოეს დღეებში განახლდება.

სოფელ ძველ ანაგაში სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, დარჩენილია ერთი უბნის მოასფალტება და გზიდან ეზოებში შესასვლელების მოპირკეთება.

სიღნაღი-წნორის მონაკვეთიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელ გზაზე, სანიაღვრეები და გზის მიერთებები კეთდება, რომლის შემდეგ მეორე ფენა ასფალტი დაიგება, ხოლო წნორის ოთხ ქუჩაზე ძირითადად მოასფალტების სამუშაოებია ჩასატარებელი.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

#სიღნაღისმერია

#საგზაოინფრასტრუქტურა

 

 

გააზიარე