ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მუნიციპალიტეტის გამოჩენილი და საპატიო მოქალაქეები
სიღნაღის შესახებ

ნაირა გელაშვილი

                                             საპატიო მოქალაქეები- 2015                                                                                          

          ნაირა ვლადიმერის ასული გელაშვილი(28 ოქტომბერი, 1947 წ, სოფ. ნუკრიანი), მწერალი,პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. 1970 წელს დაამთავრა  თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის,,კავკასიური სახლის“ დირექტორი 1993 წლიდან. 1997 წლიდან ჟურნალ,,აფრას“ დამფუძნებელი და რედაქტორი. 1998 წლიდან გაზეთ ,,ალტერნატივას“ დამფუძნებელი და თანარედაქტორი. ავტორი წიგნებისა: ,,ამბრნი, უმბრნი და არაბნი“(1982),,დედის ოთახი“(1987),,,მთვარით განათებული ბაღი“(1990),,ტრაგიკული გრადაცია“, ,,სარკის ნატეხები“(2006), ,,დრო, პური და ღვინო“(2006),  ,,წინწკლების ქოხი“.  თარგმანები:ფ. ნიცშეს, რ.მ. რილკეს,თ. მანის, ჰ. ჰესეს და სხვათა ნაწარმოებები. მიღებული აქვს მწერალთა კავშირის პრემია(1982), ლიტერატურული პრემია,, საბა“ საუკეთესო რომანისათვის:,,პირველი ორი წრე“(2010) და,,მე ის ვარ“(2013), ასევე  ილია ჭავჭავაძის პრემია.

გააზიარე