ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება

21 სექტემბერი, 2021

2021 წლის 22 სექტემბერს 12:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2 ) მოწვეულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის მეოთხე მოწვევის საკრებულოს სხდომა.

დღის წესრიგი:

1. .სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისა და შეფასების შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი, მალხაზ სიფრაშვილი.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოდბეში მდებარე 28.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის, (ჭაბურღილი, საკ.კოდი 56.10.45.153) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი.

3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოდბისხევში მდებარე 2226.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკ.კოდი 56.05.49.533, წინა ნომერი 56.05.49.278) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი.

4. ქ. წნორში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული 12.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საკ.კოდი 56.04.52.182) პირდაპირი წესით სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 ივლისის #53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი.

5. ქ.სიღნაღში, კოსტავას ქ.#10 -ში მდებარე 277 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და მასზე არსებული 361 კვ.მ შენობა-ნაგებობის (საკ.კოდი 56.14.18.150) პირდაპირი წესით სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) სსიპ „იუსტიციის სახლი“-სთვის გადაცემის შესახებ.

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი.

გააზიარე