ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით დურგლიშვილი გუნდ „ფენიქსის“ წევრებს შეხვდა

28 იანვარი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის“ რეგიონალურ ტურში გამარჯვებული გუნდ - „ფენიქსის“ წევრებს შეხვდა.

დავით დურგლიშვილმა გუნდის წევრებს გამარჯვება მიულოცა და სერთიფიკატები გადასცა.

2021 წლის დეკემბერში ქალაქ გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ სასკოლო რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა, სადაც მონაწილეობას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გუნდი „ფენიქსი“ იღებდა და ტურნირში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ინტელექტუალური თამაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაიგეგმა. 

 

გააზიარე