ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წყალმომარაგება

15 ოქტომბერი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში - ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანსა და ტიბაანში უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ანაგაში, ვაქირში, მაშნაარსა და საქობოში მაგისტრალური ქსელის მოწყობა ხორციელდება, რომელიც სავარაუდოდ თვენახევარში დამთავრდება.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი 2022 წელს დასრულდება, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების სასმელი წყლით 24 საათიან მომარაგებას უზრუნველჰყოფს.

#სიღნაღისმუნიციპალიტეტი

 

 

გააზიარე