ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბოდბისხევში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი დაიწყო

16 April, 2021

  უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის სამუშაოებმა ანაგასა და ვაქირის შემდეგ ბოდბისხევში გადაინაცვლა. ამ დროისთვის 3 კილომეტრი სიგრძის ქსელი უკვე მოეწყო.

  აღნიშნულ სოფელში ერთიანად სულ 40 კილომეტრის დაქსელვა იგეგმება, რაც მთლიანი სოფლის 24 საათიანი წყლით მომარაგებას გულისხმობს.

  გარდა ამ სამუშაოებისა, დაგეგმილია მარეგულირებელი ურდულების და საქლორატორის მოწყობა, რაც შემდგომში ქსელის ექსპლოატაციას ბევრად პრაქტიკულს გახდის და მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება.

  სოფელ ბოდბისხევში წყალმომარაგების სამუშოები 4 თვეში დასრულდება.

 შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ.მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს.

  პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

#სიღნაღისმერია

#უწყვეტიწყალმომარაგება

#სოფელიბოდბისხევი 

 

 

 

გააზიარე