Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიალიზის პროგრამა

16 March, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის 2020 წლის ანგარიში

           დიალიზის პროგრამა

2020 წელს დიალიზის მუნიციპალური პროგრამით 31 ბენეფიციარმა ისარგებლა და 28 240 ლარი დაიხარჯა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირებს ტრანსპორტირებისთვის ყოველთვიურად 80 ლარს ურიცხავს.

აღნიშნული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

განცხადება მერის სახელზე;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ფორმა №100;

დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

#ჩვენვმუშაობთთქვენთვის

 

Share page