Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

6 October, 2023
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა წახალისების მიზნით, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებას აგრძელებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო - პერსონალური კომპიუტერი მოსწავლეებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და რესურსცენტრის უფროსმა ლია ბეჟაშვილმა გადასცეს.
აღნიშნული პროგრამა ვრცელდება იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2022-2023 სასწავლო წელს, საბაზისო საფეხური წარჩინებით დაძლიეს და რომელთა საფეხურის ქულა შეადგენს ათს.
მალხაზ ბეგიაშვილმა წარჩინებულ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და მათი ხელშეწყობისა და თანადგომისთვის მზაობა გამოთქვა.
პერსონალური კომპიუტერები მოსწავლეებს ორ ეტაპად გადაეცემათ. მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

 

Share page