Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგზაო ინფრასტრუქტურა

21 October, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.

ამ დროისთვის ჯუგაანი-ბოდბისხევი-წნორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 869 999 ლარია და 1509 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის დაგებას ითვალისწინებს.

გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

#სიღნაღისმუნიციპალიტეტისმერია

#დაგპირდითდავასრულებთ

 

Share page